მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმიაში მებრძოლთა რიგების შევსებას ცდილობენ

უკრაინის არმიაში მებრძოლთა რიგების შევსებას ცდილობენ

ომის ორი წლის თავზე სამხედრო კომისარიატებთან, ფაქტობრივად, აღარ არის რიგები. დღეს ახალწვეულთა პროგრამები აღარ მუშაობს, რადგან არმიაში იძულებით გაწვევა მიმდინარეობს.

გასული წლის წარუმატებელი კონტრშეტევისა და შეფერხებული დასავლური დახმარების გამო უკრაინის არმია თავდაცვით რეჟიმზე გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მხარე არ აქვეყნებს თავის დანაკარგებთან დაკავშირებულ მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ  გასული ორი წლის განმავლობაში 70 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ახლა კი ბრძოლით გადაღლილი მეომრების როტაციის საჭიროება შეიქმნა, ამისათვის კი უკრაინის არმიას დამატებით მებრძოლები სჭირდება.

ერთ-ერთი სამხედრო იური ამბობს, რომ მათზე წინ მთელი უკრაინის, მათ შორის დონბასისა და ყირიმის გათავისუფლებისა და 1991 წლის საზღვრების აღდგენის საკითხი დგას. მისი, თქმით, ეს ამოცანა ამბიციურია და, სამწუხაროდ, დამატებითი მობილიზაციისა და ახალი მებრძოლების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

თუმცა ზოგ ახალგაზრდას  არ სურს მოხალისედ წასვლა ომში.

17 წლის სევა  ფიქრობს, რომ იძულებითი მობილიზაცია არ არის გამართლებული, რადგან ხალხი საყვარელ ადამიანებს კარგავს.  ეს კი საშინელებაა.

სამხედრო სასწავლებლებში 15 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში მოტივაცია უფრო მაღალია. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ომში მშობლებიც კი დაკარგა.

ოლესია, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში სწავლობს, ამბობს, რომ მათ ერთად უნდა იბრძოლონ თავისუფლებისა და მათი მტრის, რუსეთის, გასანადგურებლად. მისი ოცნებაა, მფრინავი გახდეს.

უკრაინის ხელისუფლებამ მობილიზაციის გაძლიერება 2023 წლის ბოლოს გადაწყვიტა.  მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი ახალი მობილიზაციის წესების შესახებ. მათ შორისაა ელექტრონული გამოძახებაც. პოლიციას კი  მიენიჭება უფლება, დააკავოს და სამხედრო კომისარიატებს გადასცეს ის, ვინც თავს  აარიდებს სამხედრო სამსახურს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend