მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთს ევროკავშირთან შერიგება სურს

პოლონეთს ევროკავშირთან შერიგება სურს

სამშაბათს, 20 თებერვალს, პოლონეთმა ევროკავშირს შესთავაზა გზა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მე-7 მუხლის ამოქმედებას შეაჩერებს. 

2017 წელს ევროკომისიამ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დაიწყო პროცედურები, რათა აამოქმედოს ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რაც გულისხმობს პოლონეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას. მაშინ ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის გამო მიიღო.

პოლონეთში წინა ხელისუფლების მიერ გატარებული სასამართლო რეფორმები კანონის უზენაესობას ძირს უთხრიდა.

მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონი მოსამართლეებისა და პროკურორების საპენსიო ასაკის შემცირებას ითვალისწინებდა, ასევე ცალკეულ მოსამართლეებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც მუშაობის უფლებას აძლევდა.

ამის შემდეგ ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი პოლონეთის წინააღმდეგ ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამოქმედების პროცედურები დაიწყო.

პოლონეთის ახალმა მთავრობამ, რომელსაც ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ევროკავშირს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღსადგენად სამოქმედო გეგმა შესთავაზა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხში ამბობს, რომ ბრიუსელსა და ვარშავას შორის ურთიერთობები დათბა, თუმცა მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

“მთელი რიგი კანონებია, რომლებიც უნდა მიიღონ პოლონეთში, რათა სასამართლო კვლავ იყოს დამოუკიდებელი“, – ამბობს ვერა ჟუროვა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ვარშავას სურს, რომ 1-ელ მაისამდე პოლონეთის ევროკავშირში გაწევრების წლისთავამდე მოიხსნას ევროკავშირის მიერ ამოქმედებული მე-7 მუხლის პროცედურები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია.

მე-7 მუხლს ევროკავშირის „ბირთვულ იარაღსაც“ ეძახიან. იგი აერთიანებს დისციპლინურ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

პოლონეთის მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა მოაგვაროს საშინაო საკითხები პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, რომელიც ბოლო დროს ყოფილი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

თუ პოლონეთი მოახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, უნგრეთი იქნება ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ბრიუსელი განიხილავს მეშვიდე მუხლის ამოქმედებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend