მთავარიევროპაუკრაინარუსული ხომალდი შავი ზღვის ფსკერზე

რუსული ხომალდი შავი ზღვის ფსკერზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სადესანტო ხომალდი, ცეზარ კუნიკოვი, ჩაძირეს სამხედრო დრონების გამოყენებით.

რუსული ფლოტის ხომალდი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ალუპკაში ჩაძირეს. საზღვაო ხომალდზე უკრაინული მხარის ცნობით, 87 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა. საერთო ჯამში რუსული ფლოტის 7 ხომალდია უკრაინული მხარის მიერ განადგურებული, მათ შორის სარაკეტო კრუიზერი სახელწოდებით “მასკვა”, რომელიც შავ ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის სიამაყედ განიხილებოდა.

ამ ვითარების გათვალისწინებით კრემლში ანექსირებული ყირიმის სანაცვლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში, აპირებენ სამხედრო ფლოტის ნაწილის განთავსებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend