გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება, რომ ახლო აღმოსავლეთში კვლავ იქნება საპასუხო იერიშები.
ელჩის მოადგილის მისი თქმით, რუსეთმა გაეროს სხდომა მოიწვია და შეერთებულ შტატებს წაუყენა ცრუ ბრალდებები, თითქოს აშშ-ს არ აქვს საფუძველი, უპასუხოს თავდასხმას, რომელსაც ამერიკელები შეეწირნენ.
“The Middle East remains highly volatile.”
– @UNDPPA chief @DicarloRosemary urges the Security Council to take urgent steps to prevent further escalation and the worsening of tensions in the region. https://t.co/LnScyLaMWG pic.twitter.com/xlwt56vUcF
— United Nations (@UN) February 6, 2024
იგი კვლავ აღნიშნავს, რომ 2 თებერვალს შეერთებული შტატების ქმედება ერაყსა და სირიაში იყო აუცილებელი და პროპორციული და ის შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და შეერთებული შტატების უფლებას, დაიცვას თავი.
გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, რომელმაც მკაცრად დაგმო შეერთებული შტატების მხრიდან ახალი და თავხედური აგრესია სუვერენულ სახელმწიფოზე. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უფრო მეტად ზრდის საფრთხეებსა და არასტაბილურობის დონეს რეგიონში, რომელიც ისედაც ცეცხლშია გახვეული.
რეგიონში შემდგომი ესკალაციის საფრთხეების გაზრდის ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვლავ ახლო აღმოსავლეთში ბრუნდება.
ბლინკენი უკვე იმყოფებოდა საუდის არაბეთში, საიდანაც იგი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
შეერთებულ შტატებში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ომის დასრულებას, ღაზის მმართველობის შეცვლას, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაზრდას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებას.