უკვე მეოთხედი საუკუნეა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის ერთ-ერთ დასახლებაში, ტლაკოტალპანში, ადგილობრივებს ერთ-ერთ რელიგიურ ფესტივალზე ხარები გამოჰყავთ, აქეზებენ და შემდეგ გაურბიან.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ჰუმბერტო ალეგრია მიიჩნევს, რომ ტრადიცია, რომელიც დიდი ხანია არსებობს, უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს არის ის, რაც ამ დასახლებას სხვებისგან გამოარჩევს.
ეს ტრადიცია, მართალია, ბევრად მცირე მასშტაბით, თუმცა მაინც წააგავს ჩრდილოეთ ესპანეთში გავრცელებულ ხართა რბოლას და, აკრძალვის მიუხედავად, წლიდან წლამდე მაინც იმართება. წელს ფესტივალი სამართლებრივი ბრძოლის ფონზე ჩატარდება.
ხარები, რომლებსაც დასახლებას შეძლებული ოჯახები გადასცემენ, კულტურული ფესტივალის ერთი ნაწილია. წითელ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ხარებს დასდევენ, კუდსა და ყურებზე ექაჩებიან და ზოგ შემთხვევაში შეხტომასაც ცდილობენ.
საორგანიზაციო კომიტეტი აფრთხილებს მონაწილეებს, არ მოქაჩონ ხარებს კუდზე, ზედ არ შეახტნენ, ლუდი არ შეასხან, მაგრამ ბევრს არ ესმის. ზოგი სპეციალურად ამის გასაკეთებლადაც მოდის, რაც, რასაკვირველია, პრობლემებს იწვევს.
2016 წელს ცხოველთა დამცველი ჯგუფების ინიციატივით, ვერაკრუსის შტატში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ამ სახის ღონისძიებას. თუმცა ტლაკოტალპანში ტრადიციის შენარჩუნების მიზნით მაინც იმართება ფესტივალი.