მთავარიევროპათურქეთიერთი წელი თურქეთის მიწისძვრიდან

ერთი წელი თურქეთის მიწისძვრიდან

6 თებერვალს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც თურქეთში დამანგრეველი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ აინაზღაურა მიწისძვრის შედეგად მიყენებული უდიდესი ზარალი.

“წითელი ჯვრის საზოგადოების” ინფორმაციით, თურქეთის 11 პროვინციაში განლაგებულ საცხოვრებელ კონტეინერებში დაახლოებით 430 000 ადამიანი ცხოვრობს. მიწისძვრის გამო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვეყნის ხელისუფლება 300 000 ახალი სახლის აშენებას გეგმავს.

2023 წელს თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 50 000 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი – 6000.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend