რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებშიც, ჩანს, როგორ ამოწმებენ IL-76-ის სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს.
2024 წლის 24 იანვარს, რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონის სოფელ იაბლონოვოდან რამდენიმე კილომეტრში, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი, სამხედრო პოლიციის ოფიცერი და 60-ზე მეტი დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მგზავრი დაიღუპა.
The longer the war in Ukraine lasts, the more death & destruction it causes, and the more it eats away at the norms agreed to ensure & maintain a peaceful & secure world, @UNDPPA chief @DicarloRosemary warns Security Council. https://t.co/QHFTFb8iWo
— United Nations (@UN) January 26, 2024
გაეროს მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასის ფაქტზე ორივე მხარე, უკრაინაც და რუსეთიც, ცალ-ცალკე აწარმოებს გამოძიებას.
რუსეთი კი აგრძელებს საჰაერო იერიშების მიტანას უკრაინაზე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოდესას უპილოტო დრონებით ორჯერ დაესხნენ თავს.
დაზიანდა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი შენობები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახლა ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ.