გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და სხვა წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევას აპროტესტებენ.
კრემლი სხდომის ჩატარებას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე მოითხოვს. გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიციამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის მოთხოვნა კრემლის მიერ იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს, უბრალო ცინიზმია. ეს რუსეთის ფედერაციის უკვე მე-11 მცდელობაა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.
Joint Press Stakeout
On behalf of the governments of Albania, Australia, Austria, Belgium, Bosnia and Herzegovina, Bulgaria, Canada, Croatia, Cyprus, Czechia, Denmark, Estonia, Finland, France, Germany, Greece, Hungary, Iceland, Ireland, Israel, Italy, Japan, Latvia,… pic.twitter.com/BzDVzcSV14— Sergiy Kyslytsya 🇺🇦 (@SergiyKyslytsya) January 22, 2024
“ეს მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმია. ეს კიდევ ერთი მცდელობაა კრემლის მიერ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისგან გადაიტანოს მსოფლიოს ყურადღება. ჩვენ ვგმობთ სხვა სახელმწიფოების მიერ რუსული არმიისთვის გაწეულ დახმარებას, ვგმობთ ბელარუსის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების, რაკეტებისა და სამხედრო დრონების გადაცემას”, – განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა.