მთავარისაქართველოსატელეკომუნიკაციო ბაზარი - ინტერნეტის სიჩქარე და ფასი საქართველოში

სატელეკომუნიკაციო ბაზარი – ინტერნეტის სიჩქარე და ფასი საქართველოში

“თბილისში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მეტი კონკურენციაა საჭირო”, – განაცხადა უჩა სეთურმა, საქართველოს ”მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარემ. მან გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტზე ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა კი გამოწვევას წარმოადგენს.

უჩა სეთურის თქმით, ამ მხრივ დიდი სხვაობაა რეგიონებსა და თბილისს შორის. მისივე განმარტებით, რეგიონებში ინტერნეტის მიმწოდებელი დაახლოებით 160-ამდე კომპანიაა, თბილისში კი მონოპოლია რამდენიმე კომპანიას აქვს. ამასთან მკვეთრად განსხვავდება დედაქალაქსა და რეგიონებში ინტერნეტის ღირებულებაც. უჩა სეთურის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მომავალ წელს ასეთ შეფასებას აღარ მიიღებს საქართველო, რადგან მისივე თქმით, თუ ინტერნეტი ძვირია, გამოდის რომ ქვეყანა ონლაინ ვერ მუშაობს და ეს ეს დიდი პრობლემაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend