პოლონეთის ახალმა მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას სატვირთო მანქანების მძღოლებთან, რომლებიც თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ უკრაინელებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.
აქციის მონაწილეები პროტესტის მიზეზად პოლონეთის ბაზარზე უკრაინული პროდუქტების უკონტროლო შედინებით გამოწვეულ სიტუაციას ასახელებენ.
პოლონეთში გაფიცულები აქციებს ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე შეწყვეტენ.
პოლონელი მძღოლები უკრაინელი გადამზიდავებისთვის შეზღუდვების ხელახლა შემოღებას მოითხოვენ.
უკრაინელი მძღოლების პირველმა ნაკადმა დიდი დაბრკოლების გარეშე გადალახა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. რთული და გრძელი გზის გავლის შემდეგ, გახარებული მძღოლები სახლში მიიჩქარიან.
პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლები ირჩევენ მიდგომას – ,,მოიცადე და ვნახოთ”.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონელ მძღოლებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ, ისინი მზად არიან, მისცენ შანსი ქვეყნის ახალ მთავრობას.
3 სასაზღვრო პუნქტზე გაფიცვის შეჩერება დროებითია – მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე სატვირთო მანქანების მძღოლებს მოცდა მოუწევთ.