უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინასთან დაკავშირებულ გლობალური მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს.
შეთანხმება უკრაინის ლიდერის შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ვიზიტის დროს შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტი ვიოლა ამერდი დახვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის პრეზიდენტსა და მის გუნდს ამ შეთანხმებისთვის. მისი თქმით, მათი გუნდები ხვალიდან დაიწყებენ მზადებას იმისთვის, რომ გაიმართოს გლობალური მშვიდობის სამიტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
Switzerland provides Ukraine with not only humanitarian aid but also long-term financial assistance, political support, and sanctions. Today, we discussed a new long-term support program.
I am grateful to President @Violapamherd for agreeing that our teams will begin joint work… pic.twitter.com/qqEsxKyY4c
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 15, 2024
შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამერდიც აღნიშნავს, რომ დაგეგმილ სამიტში მრავალმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა მიაღწიონ წარმატებას.
შვეიცარია ცდილობს, ნეიტრალური პოზიციით სამშვიდობო როლი შეასრულოს კრემლსა და დასავლეთს შორის.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი დღეს, 16 იანვარს უნდა შეუერთდეს დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს.
დავოსში უკვე ჩავიდნენ 83 ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. ისინი განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. გეგმაში წარმოდგენილია კიევის პირობები, რომლებიც რუსეთთან ომის დასრულებას ითვალისწინებს.