მთავარიაზიატაივანიტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატმა, ლაი ცინდემ გაიმარჯვა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატმა, ლაი ცინდემ გაიმარჯვა

ტაივანში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც “დემოკრატიული პროგრესული პარტიის” კანდიდატმა ლაი ცინდემ გაიმარჯვა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მესამედ იმარჯვებს  ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენელი. ტაივანის მოკავშირეები, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტაივანში  ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ტაივანელებს ქვეყანაში  მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს. იგი ტაივანის სახელმწიფო სისტემაში ცალმხრივ ცვლილებასა და ძალის გამოყენებას არ ემხრობა.   კამერონი ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები შაბათს საღამოს ტაიბეიში „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ და და არჩევნებში გამარჯვება აღნიშნეს. ახლად არჩეულ პრეზიდენტს ლაი ცინდეს უამრავი ადამიანი შეეგება. იგი შტაბ-ბინაში საერთაშორისო მედიასაც შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend