იერიშის დროს გამოყენებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი „ეიზენჰაუერი“, ოჰაიოს კლასის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ხომალდი „ფლორიდა“, ასევე ამერიკული შორი მოქმედების ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკები“ და ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები „ტაიფუნები“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო იერიში ადგილობრივი დროით 2 საათსა და 30 წუთზე დაიწყეს, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა ადენის ყურეში საზღვაო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა ჰაერიდან, ზღვიდან და წყალქვეშა ხომალდებიდან. იერიშების დროს გამოყენებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი „ეიზენჰაუერი“, ოჰაიოს კლასის მართვადი ფრთოსანი სარაკეტო წყალქვეშა ხომალდი „ფლორიდა“, ასევე ამერიკული შორი მოქმედების ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკები“ და ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები „ტაიფუნები“. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავდა შეაფერხოს და დაასუსტოს ჰუსიტების სამხედრო პოტენციალი, რათა მათ აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებსა და სავაჭრო ხომალდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საზღვაო მარშრუტზე.
2023 წლის 19 ნოემბრის შემდეგ ჰუსიტებმა ოცზე მეტი იერიში მიიტანეს წითელ ზღვაში მყოფ ხომალდებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა კომერციული დანიშნულების მცურავ საშუალებებზე. ხომალდებზე გახშირებული თავდასხმების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადგილზე რამდენიმე მცურავი საშუალება მიავლინა. პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდების რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევები განხორციელდა ჰუსიტების საბრძოლო მასალების საწყობებზე, სამეთაურო კვანძებზე, სანაპირო-სარადარო და საჰაერო დაზვერვის სისტემებზე. ჰუსიტების არმიის წარმომადგენლის თქმით, ისინი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს აუცილებლად გასცემენ პასუხს.
On Thursday evening, @RoyalAirForce Typhoons successfully conducted precision strikes against Houthi military targets in Yemen.
This action was taken jointly with the US in response to repeated Houthi attacks on ships in the Red Sea.
Full statement ➡️ https://t.co/m2SODThJoH pic.twitter.com/pVjNeo57qU
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) January 12, 2024
კოალიციის მხრიდან ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიშს ირანიც გამოეხმაურა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იემენზე თავდასხმები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევად შეაფასა.