მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი"შავი ზღვა და ქართული მწერლობა: ემოციური გეოგრაფია”

“შავი ზღვა და ქართული მწერლობა: ემოციური გეოგრაფია”

ხვალ, 6 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე “შავი ზღვა და ქართული მწერლობა: ემოციური გეოგრაფია.“

დისკუსიის მონაწილეები წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტს, კვლევით ცენტრს ”რომანული ურთიერთგაგება, ინტერკულტურული დიალოგი” და საფრანგეთის ექსი-მარსელის უნივერსიტეტს. ისინი რამდენიმე წელია თანამშრომლობენ შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებთან და იკვლევენ შავ ზღვას როგორც ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend