მთავარიმსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს სან-ფრანცისკოში შეხვდნენ

ერთწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს სან-ფრანცისკოში შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  სი ძინპინთან  შეხვედრის დროს ისინი სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინთან ოთხსაათიანი დიალოგი გაიმართა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფენტანილის ნაკადის შეზღუდვასა და ხელოვნურ ინტელექტზე ერთად იმუშავებენ

ბაიდენმა განმარტა, რომ ჩინეთის თანხმობა ფენტანილის წინამორბედი ქიმიკატების შემცირებაზე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. აშშ-ის პრეზიდენტი აფასებს იმას, რომ სი ძინპინი პასუხისმგებლობას იღებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.  მან გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან  დაკავშირებით ერთობლივ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

,,ჩინეთის ლიდერს  რამდენიმე საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი. ასე მგონია, რომ ვიცნობ ამ კაცს. მე ვიცი მისი მუშაობის რეჟიმი. ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი ბევრ რამეზე, ის სხვანაირად ფიქრობს. მაგრამ ის პირდაპირი იყო. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ იყო კარგი, ცუდი ან გულგრილი, უბრალოდ იყო პირდაპირი. ბატონო ელჩო, ჩვენს ერებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ღელვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ტელეფონი, დავურეკოთ ერთმანეთს და მოვისმინოთ ერთმანეთის აზრი. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ჩინური მედიის ცნობით, ორმა ლიდერმა ისაუბრა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლებენ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციას და ითანამშრომლებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი ასევე უნდა შეხვდნენ თავდაცვის სამინისტროებს და გამართონ სამხედრო-საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend