მთავარიმსოფლიოენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა

კვირას, 5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია. რეგიონულ პარტნიორებთან შეხვედრის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევაა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ამერიკული მხარე ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილონ ღაზის კონფლიქტის ესკალაცია და, არ გავრცელდეს ეს კონფლიქტი სხვა ადგილებში. ისინი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას ცდილობენ, რაც, ბლინკენის აზრით,  ხელს შეუწყობს მძევლების დაბრუნების პერსპექტივას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებზეც ისინი მუშაობენ.

მანამდე ენტონი ბლინკენმა რამალაში გამართა მოლაპარაკება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან. ამერიკელ დიპლომატს მიაჩნია, რომ აბასს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ღაზაში „ჰამასის“ შემდეგ მოსული ნებისმიერი  მთავრობის საქმიანობაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რამალაში. 5 ნოემბერი, 2023 – Copyright AP

 

აბასმა განაცხადა, რომ ღაზაში, რომელსაც „ჰამასი“  2007 წლიდან აკონტროლებს, პალესტინის ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტილების ფარგლებში აიღებს.

კვირას ბლინკენი თურქეთში მოლაპარაკებისთვის ჩავიდა

შეერთებული შტატები შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძიებას ცდილობს. ისრაელი აცხადებს, რომ პაუზაზე მანამდე არ დათანხმდება, სანამ მძევლების გათავისუფლების კუთხით პროგრესს არ მიაღწევს. ამავდროულად, რეგიონის ლიდერები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend