მთავარიმსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მალე „ჰამასი“ აღარ იარსებებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მალე „ჰამასი“ აღარ იარსებებს

„ჰამასთან“ მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, დაძაბულობაა ქვეყნის დასავლეთით

ისრაელის საჰაერო ძალები ღაზის სექტორზე ავიაიერიშებს აძლიერებენ და ტერიტორიის ჩრდილოეთში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდებენ, სამხრეთისკენ გადაინაცვლონ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ბრძოლაში უკან დასახევი გზა არ აქვთ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრძოლები შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, თუმცა დასძინა, რომ ეს ბოლო ბრძოლა იქნება, რომელშიც „ჰამასი“ მიიღებს მონაწილეობას.

„ამას დასჭირდება ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, მაგრამ ბოლოს „ჰამასი“ გაქრება. სანამ „ჰამასი“ ჩვენს ტანკებს და ქვეითებს შეხვდება, მათ ჩვენი ავიაციისგან მოხვდებათ ბომბები”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

ჰამასთან“ მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, დაძაბულობაა ქვეყნის დასავლეთით, სადაც მეორე ფრონტის გახსნის რისკია.

ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე ავიაიერიშები მიიტანა 

პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, რომ ისრაელთან ომის წამოწყება „ისტორიული შეცდომა“ იქნება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზის სექტორთან მობილიზებას აგრძელებენ

ირანი იუწყება, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა უკონტროლო გახდეს.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და კანადის ლიდერებთან ისაუბრა.

 

საერთო განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან, ამავდროულად კი აცხადებენ, რომ დაცული უნდა იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend