„ფიქრების პანოპტიკუმი“ – ასეთია ივანე ამირხანაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის სახელი. მასში შესული ტექსტების უმრავლესობა წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ივანე ამირხანაშვილმა, კრიტიკოსმა და გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორმა ისაუბრა.