მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ისრაელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

საბერძნეთში ისრაელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ათენში ისრაელის საელჩოს წინ ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა აქციაზე ისრაელის დროშები მიიტანეს, მათ თან ჰქონდათ იმ ისრაელელების სურათებიც, რომლებიც ,,ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა ღაზაში გაიტაცეს. ზოგიერთმა საბერძნეთისა და ისრაელის ჰიმნიც შეასრულა.

ისრაელის მხარდამჭერი აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში საბერძნეთის სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი გამოიყენა, რადგან ათენში პალესტინის ათასობით  მხარდამჭერმა ისრაელის საელჩოსკენ წასვლა დააპირა.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

საბერძნეთის მთავრობამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს „ჰამასთან“ წინააღმდეგ ომში.

ისრაელი ღაზას საჰაერო თავდასხმებით მას შემდეგ უტევს, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა გასულ შაბათს უპრეცედენტო იერიში მიიტანეს ისრაელელებზე. 7 ოქტომბერს დაწყებული ომი ღაზის სექტორის ხუთ ომს შორის ყველაზე დამანგრეველია ორივე მხარისთვის.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბოლო 11 დღის განმავლობაში 3478 პალესტინელი დაიღუპა, 12 000-ზე მეტი კი დაშავდა.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 200-ამდე ადამიანი კი, მათ შორის ბავშვები, ,,ჰამასის“ დაჯგუფებას ღაზაში ტყვედ ჰყავს აყვანილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend