მთავარისაქართველობელგიის საერთაშორისო ფესტივალი "ევროპალია-საქართველო" 2024 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება

ბელგიის საერთაშორისო ფესტივალი “ევროპალია-საქართველო” 2024 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება

4 ოქტომბერს ბრიუსელში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის მასშტაბური პროგრამის ფარგლებში ბელგიელ და საერთაშორისო მნახველებს საშუალება ექნებათ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მრავალფეროვან კულტურასა და ხელოვნებას გაეცნონ. მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, სპექტაკლები. „ევროპალია“ კულტურის მიმართულებით ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალის მულტიკულტურული პროფილი საშუალებას აძლევს საქართველოს, როგორც წლევანდელი ფესტივალის სტუმარ ქვეყანას, მაქსიმალურად წარმოაჩინოს როგორც საკუთარი უნიკალური ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, ისე თანამედროვე ხელოვნება.

„ავანგარდი საქართველოში“- ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ბელგიის კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში იმართება. წლევანდელი ფესტივალი სწორედ საქართველოსა და მის კულტურას ეძღვნება, კონკრეტულად კი მეოცე საუკუნის პირველ სამ ათწლეულს. ეს არის პერიოდი, რომელიც ასახავს საქართველოს დამოუკიდებლობის სამ წელიწადს, რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა რეჟიმის დამყარებას შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend