მთავარისაქართველოსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეა საუბარი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, რაც მათი აზრით,იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.

მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); კავშირი საფარი; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს სასამართლოს გუშაგი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend