მთავარიევროპაირლანდიაირლანდიის ქალაქ კილარნიში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

ირლანდიის ქალაქ კილარნიში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

პატარა ქალაქი კილარნი ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ათწლეულების განმავლობაში ის მილიონობით ტურისტს იზიდავდა, დიდწილად აშშ-დან. თუმცა წელს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

,,კვირის განმავლობაში სულ უფრო ნაკლები ხალხი მოდის ლუდხანაში. ვფიქრობ, მთელს ირლანდიაში მსგავსი მდგომარეობაა, რადგან უკრაინელ ლტოლვილებს ათავსებენ სხვადასხვა საცხოვრებლებში. მე მათ არ ვადანაშაულებ. მათ ქვეყანაში ხომ ომია. თუმცა, ამან ნამდვილად იქონია გავლენა ირლანდიის ეკონომიკაზე“, – წუხს ერთ-ერთი ლუდხანის მფლობელი პეტ შიჰანი.

,,განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჰაი სთრითზე. ის ბიზნესები, რომლებიც ლტოლვილებს მასპინძლობენ კარგად მუშაობენ. ზოგი უბრალოდ მაღალი მოთხოვნის გამო ახერხებს მუშაობას. მაგრამ ჰაი სთრითი შემოსავალი 35-დან 40%-მდე შემცირდა“, – ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი პოლ ტრეივოდი.

ირლანდიის რესპუბლიკაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოველი მეხუთე მოსახლე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შესაბამისად, მოსახლეობის თითქმის 20% არ არის ირლანდიის მოქალაქე. მათი დიდი ნაწილი კი ლტოლვილი ან თავშესაფრის მაძიებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებლის ხარჯს ირლანდიის მთავრობა აფინანსებს, მათი მსყიდველობითი უნარი მაინც ძალიან დაბალია.

შედეგად, დაიხურა არაერთი ლუდხანა და რესტორანი. მრავალი ბიზნესის მფლობელი მიიჩნევს, რომ თუ ირლანდიის მთავრობა არ დააწესებს ზღვარს ქალაქში შემოსული ლტოლვილების რაოდენობაზე, მათი ბიზნესების დიდი ნაწილი უახლოეს თვეებში დაიხურება.

კილარნის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ირლანდიის მთავრობის ინტეგრაციის დეპარტამენტმა ევრონიუსის შეკითხვებს არ უპასუხეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend