მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

გაეროს გენერალურმა მდივანმა საბჭოზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. მისი თქმით, ამ უფლების გამო მსოფლიო ორგანიზაცია არაეფექტური ხდება.

ზელენსკიმ განმარტა, რომ  გაეროს მუშაობა ახლა პარალიზებულია. აგრესორი სახელმწიფო რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება.

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების სხდომაზე განაცახდა, რომ უკრაინიდან რუსული ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების გასაყვანად და  უკრაინის ეფექტიანი კონტროლის აღსადგენად მთელ სახელმწიფო საზღვრებზე აუცილებელია გაეროს წესდების შეცვლა.

„გაეროს გენერალურ ასამბლეას უნდა მიეცეს რეალური უფლებამოსილება ვეტოს დასაძლევად. ეს იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ომის შეჩერება, რადგან ყველა მცდელობას ვეტოს ადებს აგრესორი ან ის, ვინც აგრესორს უჭრს მხარს “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთელი მსოფლიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ზელენსკის დაპირისპირებას ელოდა, თუმცა ისინი პალატაში  ერთმანეთს არ შეხვედრიან. ერთი მეორეს მოსვლამდე წავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ  მათთვის ვეტო ლეგიტიმური იარაღია.

„რუსეთის მიდგომა დღის წესრიგის ყველა საკითხთან დაკავშირებით ყველასთვის ცხადია. დასამალი არაფერი გვაქვს და ამ პოზიციის კიდევ ერთხელ გამოხატვა არ არის რთული. უფრო მეტიც, ვეტოს უფლება არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია წესდებაში და რომელიც უფლებას აძლევს წევრ სახელმწიფოს, არ დაეთანხმოს იმ  გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაყოფს ორგანიზაციას“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საბჭოზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.

ამავე ამბავზე:

გაეროს გენერალური ასამბლეა: ნიუ-იორკში მსოფლიოს 145 ლიდერი ჩავიდა

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend