მთავარიკუბიLINKEDIN-ზე ქალების 91% სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს იღებს

LINKEDIN-ზე ქალების 91% სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს იღებს

კვლევის ავტორია ბიზნესპლატფორმა passport-photo.online, რომელმაც 27-დან 42 წლამდე ასაკის ქალები გამოკითხა

გამოკითხული 1049 ქალიდან, 91% აცხადებს, რომ პლატფორმაზე, რომელიც დასაქმებისა და ბიზნეს ურთიერთობებისთვის არის განკუთვნილი სექსუალური ან რომანტიკული შინაარსის შეტყობინებებს იღებს. კვლევის ავტორია ბიზნესპლატფორმა passport-photo.online, რომელმაც 27-დან 42 წლამდე ასაკის ქალები გამოკითხა.

გამოკითხული ქალები აცხადებენ, რომ ლინკდინზე ისინი იღებენ შეტყობინებებს, სადაც კაცები სთავაზობენ შეხვედრას, სთხოვენ ინტიმურ ან პირად ინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებსაც კი.

კვლევის თანახმად, ქალების 30.84%-ს სთხოვენ შეხვედრას სექსუალური მიზნებისთვის, 30.23%-ისგან ინტიმურ ინფორმაციას ითხოვენ, 14.40% არასასურველ კომპლიმენტებს იღებს, 11.58%-ს კი შიშველი სხეულის ამსახველ მასალას უგზავნიან. ლინკდინი თავის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ პლატფორმაზე დაუკავშირდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადად იცნობენ. თუმცა ხშირად კავშირების გაფართოების მიზნით, მომხმარებლები სრულიად უცხო ადამიანებსაც უკავშირდებიან. სწორედ ამის შემდეგ, კი უცნობ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ არასასურველი შეტყობინებები გააგზავნონ.

სექსუალური ან რომანტიკული შინაარსის შეტყობინებების მიღების გამო, გამოკითხული ქალების 74%-ს ლინკდინის სრულიად გაუქმების ან პლატფორმაზე აქტივობის შეზღუდვის სურვილი უჩნდება. მსგავს შეტყობინებებს ქალების 43.44% პასუხობს და ცდილობს აუხსნას ტექსტის ავტორს, რომ მსგავსი შინაარსის გზავნილები მიუღებელია და პლატფორმისთვის შეუსაბამო. გამოკითხულთა 22.95% შეტყობინებებს უპასუხოდ ტოვებს ან შლის, 17% კი ამის შესახებ ინფორმაციას “ლინკდინს” უგზავნის ან ბლოკავს ამ მომხმარებლებს.

კვლევის საპასუხოდ “ლინკდინის” წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია პლატფორმის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენება. სწორედ ამიტომ “ლინკდინზე” დაემატება ფუნქცია, რომელიც სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს ადრესატამდე მისვლის საშუალებას არ მისცემს.

ამავდროულად კი მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ მსგავსი შინაარსის შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ “ლინკდინის” ადმინისტრაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend