ევროპა ცნობილია დიდებული ტყეებით. მათ არსებითი მნიშვნელობა აქვთ ჩვენთვის: წმენდენ ჰაერს და ებრძვიან კლიმატის ცვლილებას რომელიც ჩვენ გამოვიწვიეთ. მაგრამ ტყეებზე დიდი მოთხოვნაც არის.
იმისათვის, რომ ავაშენოთ სახლი, დავამზადოთ ავეჯი თუ ქაღალდი, ვანადგურებთ ტყეებს და მათ ინდუსტრიულ ექსპლუატაციას ვეწევით. ევროპაში ტყეების რიცხვი იზრდება, მაგრამ მათი სიჯანსაღე მცირდება.
როგორ უნდა აღვადგინოთ ტყე სწორად?
ტყე შვედეთის ორ-მესამედს შეადგენს და ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ტყის წყალობით ირჩენს თავს.
ამ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია, როგორც ეკომეგობრული, ბევრი ძველი ტყე გაქრა და მათ ნაცვლად მონოკულტურული ნარგავები გაჩნდა.
პერ ჟიბრონი, რომელიც შვედეთის ბუნების დაცვის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ამ საკითხში ერკვევა. იგი დამთანხმდა, ჩემთვის ეჩვენებინა, თუ რა მეთოდს მიმართავენ ხშირად შვედეთში. მას პირწმინდად ჭრა ეწოდება.
რა არის ტყის პირწმინდად ჭრის მეთოდი?
ტყის პირწმინდად ჭრის მეთოდი ნიშნავს ტყეში ხეების ერთმანეთის მიყოლებით კაფვას. ზოგიერტი მეტყევე ამ მეთოდის მომხრეა, რადგან ამ გზით ყველაზე სწრაფად მოაქვს სარგებელი ხის ჭრას. თუმცა პერ ჟიბორნი მაჩვენებს, თუ როგორ ანადგურებს ასეთი ჭრა ტყეს.
« 10 წლის წინ აქ სულ ტყე იყო. ახლა მთელი დღე მზე ანათებს. ეს ყველაფერი გადახმება. ამ არემარეში მწერებს სულ სხვა პირობები აქვთ,“ – ამბობს პერი.
გარდა იმისა, რომ ასეთი ჭრის შედეგად მწერებს უსპობენ ნიადაგს და საარსებო საშუალებას, ერთ დროს ტყიანი მიწა ვეღარ აკავებს ნახშირბადს. მეტი ტყე ნიშნავს ნახშირბადის მეტი მოცულობის შთანთქმას – ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ გარემოში ნაკლები ნახშირბადი გადის.
« როდესაც ორგანული ნივთიერება იხრწნება, იგი ატმოსფეროში ნახშირბადს გამოყოფს. თუმცა ტყეს ნახშირბადის დაგროვებაც შეუძლია. პირწმინდად ჭრის შედეგად კი ძირითადად ხრწნა მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აქ, შვედეთში, სულ მცირე შვიდ წელიწადში ტყე მხოლოდ ნახშირბადის გამომყოფ წყაროდ გადაიქცევა,“ -განმარტავს მარკუს სტირი, PLOCKHUGGET-ის უფროსი მეტყევე და ტყის მცველი.
„პირწმინდად ჭრა ნამდვილი კლიმატური ბომბია. თუ ამ მეთოდს ტყის მართვიდან ამოიღებ, ბომბისგან დაიხსნი!“ – ასე ფიქრობს მარკუსი.
შვედეთის ხეტყის დამამაზადებელი ინდუსტრია ამ საკითხზე კამათობს. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ უფრო მეტ ხეს რგავენ, ვიდრე ჭრიან, რაც კლიმატზე დადებითად აისახება. ეკონომიკის ამ ძლიერ სექტორსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით დავაა, რის შედეგადაც ახლახან ახალი სატყეო სტრატეგია დაიდო.
ტყის უფრო მდგრადი მეთოდით მართვა
მარკუსი იმ მიწათმფლობელებთან მუშაობს, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარი ტყე მდგრადი მეთოდით მართონ. მას პიტერ ჯონსონი ჰქვია. მის მიწაზე პირწმინდად ჭრის მეთოდით არ მუშაობენ: მოსაჭრელ ხეებს ნიშნავენ. იმ ხეებს კი, რომლებსაც გარემოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ, ტოვებენ. ასეთი კი უამრავია: ნაძვი, ფიჭვი, არყის ხე, მუხა, ვერხვი, იფანი… მრავალფეროვანი ჯიშებით სავსე ტყე ეხმარება მცენარეებსა და მწერებს სათანადოდ იკვებონ. პიტერის ტყე „განგრძობადი ტყის საფარის“ მეთოდით იმართება. ეს ნიშნავს, რომ ნარგავებისთვის ნიადაგის მომზადება უფრო იაფია.
« ახლა მხოლოდ ერთი ხის მოჭრის ფასს ვიხდით, რომელიც კარგ შემოსავალს იძლევა. ტყეს კი ვინარჩუნებთ. ის ხარჯი, რაც პატარა ხეების მოჭრას სჭირდებოდა, აღარ გვაქვს,“ – ამბობს პიტერ ჯონსონი.
ამ გზით ტყე სრულად ინარჩუნებს ნახშირბადის შთანთქმის ფუნქციას. ეს არის ბუნების აღდგენის იმ კანონის ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის დონეზე განიხილავენ.
რას წარმოადგენს კანონი ბუნების აღდგენის შესახებ?
ევროკავშირში სურთ, რომ ეკოსისტემა დაცული ტერიტორიების მიღმაც გააუმჯობესონ, რათა 2050 წლისთვის აღადგინონ დაზიანებული ეკოსისტემები. მაგრამ სამუშაო ტყეებშიც ჩასატარებელია. მათი თითქმის ნახევარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამბობს ვირგინიუს სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოს დაცვის საკითხებში
„ტყე მრავალფუნქციურია. ის ასუფთავებს ჰაერს, გვაძლევს ჩრდილს და სიგრილეს, მაგრამ ის ასევე დიდი რაოდენობით შთანთქავს ნახშირბადს. და თუ ჩვენ დავკარგავთ ამ ნახშირბადის გამწოვს, ჩვენ დავაკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს, რომელსაც ტყე გვაძლევს,“ – განუცხადა სინკევიჩიუსმა „ევრონიუსს.“
კანონი ბუნების აღდგენის შესახებ მხოლოდ ტყის ეკონომიკას არ არეგულირებს, ევროკავშირის წარმოამდგენლები ცდილობენ ქალა ადგილებში მწავნე სფაარის ფართობის გაზრდას, ზღვის ეკოსისტემის აღდგენას და დამტვერისთვის მნიშვნელოვანი მწერების შემცირებული სახეობების რაოდენობის გაზრდას.
რამდენად შეძლებს ევროპული კანონი ბუნების აღდგენის შესახებ შვედეთის ლანდშაფტის შეცვლას?
„ჩემი აზრით, ეს კარგი შესაძლებლობაა. რადგან უფრო მეტად შევძლებთ, ტყე რეკრეაციის მიზნით გამოვიყენოთ, გვქონდეს ბუნებაში გასვლის ტურიზმი და ამ გზით მივიღოთ მეტი შემოსავალი და დავასაქმოთ მეტი ადამიანი,“ – ასე თვლის პერ ჟიბორნი
ავტორი: სირილ ფურნერისი