მთავარიკუბიმშობლებისთვის ფეისბუკზე მოზარდების მონიტორინგისთვის ახალი ინსტრუმენტები ემატება

მშობლებისთვის ფეისბუკზე მოზარდების მონიტორინგისთვის ახალი ინსტრუმენტები ემატება

კომპანია მეტამ ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და მესენჯერში მშობლების მიერ შვილების მონიტორინგისთვის ახალი ინსტრუმენტები დაამატა.

განახლება ხდება ამერიკელი კანონმდებლების ზეწოლის ფონზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალურ პლატფორმებს უდიდესი ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვებზე.

ახალი ინსტრუმენტები მისცემს საშუალებას მშობლებს დაინახონ, თუ რა დროს ატარებს მოზარდი მესენჯერში, ვინ დაიმატა სოციალურ ქსელში მეგობრებად და შეცვალა თუ არა უსაფრთხოების პარამეტრები.  ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ უყურებს ბავშვის სთორებს. მეტა ხაზს უსვამს იმას, რომ მშობელი თავისი შვილების პირადი წერილების წაკითხვას ვერ შეძლებს.

ასევე მიიღებენ მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგად იცნობს  მოზარდი იმ ადამიანებს, ვინც გამოწერილი ჰყავს ინსტაგრამზე და იმათზეც, თუ ვის ჰყავს გამოწერილი ბავშვი.  ეს დაეხმარება მშობლებს გაარკვიონ, ხომ არ არის კონტაქტში ბავშვი უცნობთან.

ასევე კომპანია მეტას ცნობით, ფეისბუკი და ინსტაგრამი წაახალისებს მოზარდს, რომ 20 წუთის შემდეგ შესვენება გააკეთოს, ამიტომ ფეისბუკი და ინსტაგრამი თავად შესთავაზებს ბავშვს, რომ გამოვიდეს აპლიკაციიდან და ასევე დანიშნოს წუთები, თუ რამდენ ხანს გაატარებს აპლიკაციაში.

მონიტორინგის ეს ინსტრუმენტები შესაძლებელია მშობელმა ან მეურვემ მიიღოს „მეტას ოჯახის ცენტრიდან“, (Meta Family Center) რაც ჯერჯერობით  ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრტანეთესა და კანადაში, თუმცა უახლოეს თვეებში ის ამოქმედდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend