,,ძალიან ამაყი ვარ და მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევაგროვეთ 5.6 მილიარდი ევრო გრანტების სახით. ასევე ამ ყველაფერს 2024 წლის დასაწყისში დაემატება 4.6 მილიარდი ევრო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები 3.8 მილიარდით ევროთი დაპირებული გრანტების 70%-ს წარმოადგენენ. გრანტების გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა გამოაცხადეს სესხები შეღავათიანი პირობებით 4 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ 10 მილიარდი ევრო შევაგროვეთ, რაც 800 მილიონით მეტია შარშანდელ კონფერენციაზე. ეს არის ნათელი ფაქტი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სირიელი ხალხის გვერდით დგას“,- ამბობს იანეზ ლენარჩიჩი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვაში.