მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ცხელი ზაფხულისთვის ემზადებიან

ევროპის ქვეყნებში ცხელი ზაფხულისთვის ემზადებიან

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნებში რთული და ცხელი ზაფხული იქნება. ევროკავშირის კრიზისის მართვის კომისრის იანეზ ლენარჩიჩის თქმით, მიმდინარე წელი ბევრად უფრო მშრალია.

გვალვა კი, რომელსაც თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, ტყის ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს. ლენარჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ ზაფხულის სეზონზე ევროპის ქვეყნებში გააორმაგებენ ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო საშუალებების რაოდენობას.

ევროპის ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო ფლოტი 13-იდან 28 თვითმფრინავამდე გაიზრდება: სულ იქნება 10 სახანძრო, 14 მსუბუქი ამფიბია თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი. გარდა ამ საჰაერო ფლოტისა, 400-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული საბერძნეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში.

ევროკომისარებმა ასევე ხაზი გაუსვეს საზოგადოების სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მნიშვნელობას.

სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გასულ წელს, ევროპაში ყველაზე ცხელი ზაფხულის სეზონზე, ამოქმედდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend