მთავარიმსოფლიოროკის დედოფალი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკის დედოფალი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკის დედოფალი, ტინა ტერნერი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკალური კარიერა შეერთებულ შტატებში დაიწყო. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. ტერნერს მიღებული აქვს „გრემის“ რვა  ჯილდო, მომღერალი „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალურ ტიტულს ატარებდა.

გაყიდული ალბომებით ტინა ტერნერი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი იყო. ბრაზილიაში 1988 წელს გამართულ მის კონცერტს 180 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რაც ისტორიულად სოლო შემსრულებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკონცერტო აუდიტორიას წარმოადგენს.

ტერნერი მოცეკვავე და მსახიობიც იყო. 1986 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მას ვარსკვლავიც გაუხსნეს.

ტინა ტერნერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი ვარსკვლავები. ელტონ ჯონის თქმით, მსოფლიომ დაკარგა  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი შემსრულებელი.

მწუხარებას გამოხატავს მიკ ჯაგერიც, რომელმაც 1985 წელს ტინა ტერნერთან დუეტი ჩაწერა.

დამწუხრებული ვარ შესანიშნავი მეგობრის, ტინა ტერნერის გარდაცვალების გამო. ის უზომოდ ნიჭიერი მომღერალი და შემსრულებელი იყო.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტვიტერზე დაწერა, რომ ტერნერი იყო ძლიერი ადამიანი, რომელსაც ვერავინ შეაჩერებდა.

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ბოლოს შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ტინა ტერნერი დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend