კანის 76-ე კინოფესტივალი გუშინ გაიხსნა. მთელი მსოფლიოდან მოწვეულ სტუმრებთან და ვარსკვლავებთან ერთად წითელ ხალიჩაზე საპატიო სტუმარი კატრინ დენევიც გამოჩნდა. როგორც ცნობილია, საპატიო ჯილდო – „ოქროს პალმის რტო“ მაიკლ დუგლასს გადაეცა.
წელს ჟიურის პრეზიდენტი შვედი რეჟისორი და ასევე „ოქროს პალმის რტოს“ ორგზის მფლობელი რუბენ ესტლუნდი იქნება. წითელ ხალიჩაზე იგი ჟიურის დანარჩენ წევრებთან ერთად გამოჩნდა. წელს ჟიური ძირითადად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. 9 მსახიობსა და რეჟისორს 21 ფილმიდან მოუწევს გამარჯვებულის შერჩევა.
გახსნის ცერემონიაზე ტრადიციულად კონსკურსგარეშე ფილმი იყო წარმოდგენილი. ჩვენებას მთელი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა.
ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის მაივენის ფილმი „ჟან დიუ ბარი“, რომელშიც ფრანგ მსახიობებთან ერთად ჯონი დეპიც თამაშობს და ლუი მეთხუთმეტის როლს ასრულებს, მოგვითხრობს ამბავს ერთ-ერთ ქალზე, რომელიც მეფის ფავორიტი ხდება
„ჟან დიუ ბარი“ – ეს არის ამბავი თავისუფალ ქალზე, რომელიც ვერსალის სასამართლოს დააღწევს თავს. ფილმი საფრანგეთსა და ევროპაში კანის კინოფესტივალის მსვლელობის დროს გამოვა.
მსოფლიოს უდიდეს კინოფესტივალზე 12 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება საუკეთესო ფილმები 5 კონტინენტიდან. ცნობილ რეჟისორებთან ერთად წელს ევროპიდან და აფრიკიდან ახალბედა რეჟისორებიც არიან წარმოდგენილი. კანის კონოფესტივალზე მრავალ ცნობილ ვარსკვლავსა და ნიჭიერ ადამიანს შეხვდებით.