მთავარიევროპაისლანდიარეიკიავიკში ევროსაბჭოს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს

რეიკიავიკში ევროსაბჭოს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს

ევროპელი ლიდერები რეიკიავიკში ორდღიან შეკრებაზე რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე მსჯელობენ. ევროპის საბჭო, რომელიც უპირველესად ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა, 18 წლის განმავლობაში პირველად  მართავს სამიტს.

დღის წესრიგის მთავარი თემა წევრი ქვეყნის – უკრაინის საკითხია.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინელები ევროპელები არიან, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ  თავისუფლები არიან. ისინი აფასებენ მშვიდობას და მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ  ძალას, როდესაც საქმე მათი ცხოვრების წესის დაცვას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია ან ლტოლვილები მიიღო, ევროპის საბჭო ის ორგანოა, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს, კოორდინაცია გაუწიოს იურიდიულ და სასამართლო მხარდაჭერას.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს,  რომ სამიტზე მთავარი თემა იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელსაც მუდმივად ჩადის უკრაინაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, აღწერონ ზარალი, რაც მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღსადგენად. სამართლიანობა კი, ევროკომისიის პრეზიდენტის აზრით, მშვიდობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ლიდერები მიზნად ისახავენ, შექმნან კომპენსაციის ერთგვარი სისტემა, რათა დაზარალებულმა უკრაინელმა ერმა დაიწყოს ეკონომიკური აღდგენის პროცესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend