მთავარიმსოფლიოევროპაირუ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა

ირუ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა

შაბათს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ფინალი გაიმართება. ნახევარფინალურ ეტაპზე გამოვლინდა ყველა იმ კონკურსანტის ვინაობა, რომლებიც ფინალში იმღერებენ. მეორე ნახევარფინალში დასახელდა 10 საუკეთესო ქვეყანა: სომხეთი, ესტონეთი, ბელგია, კვიპროსი, პოლონეთი, სლოვენია, ავსტრია, ალბანეთი, ლიეტუვა და ავსტრალია. საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი ირუ, რომელმაც სიმღერა „ექო“ შეასრულა.

ფინალურ ეტაპზე 20 ქვეყანას, რომლებიც ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ, გასული წლის გამარჯვებული უკრაინა და “დიდი ხუთეული” შეუერთდებიან.

“დიდი ხუთეულში” შედიან კონკურის დამფუძნებელი ქვეყნები: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია და იტალია, რომლებიც ფინალში ავტომატურად გადიან. „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ლივერპულში  კვირას გამოვლინდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend