მთავარიევროპარუსეთიკიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე იერიში სცადა - მოსკოვი

კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე იერიში სცადა – მოსკოვი

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრემლი თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

კრემლის განცხადებითვე, პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend