შეერთებული შტატები არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად მექსიკის საზღვართან დამატებით 1500 ჯარისკაცს განალაგებს.
ამ თვის ბოლოს დასრულდება COVID-19 გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები, რომლებიც ამერიკის მთავრობას ავტომატურ უფლებამოსილებას აძლევდა, საზღვრიდან უკან გაებრუნებინა საბუთების არმქონე მიგრანტები.
ჯო ბაიდენი, რომლესაც ზოგიერთი დემოკრატი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გამო აკრიტიკებდა, აცხადებს, რომ დამატებითი ძალები აუცილებელია ნარკოტიკების გამოვლენისა და საზღვრის უკეთ კონტროლისთვის.
ბოლო ინფორმაციით, სამხედროები არ ჩაერთვებიან სამართალდამცავ პროცესებში.