მთავარიევროპაუნგრეთიდედამიწის დღე: ბუდაპეშტის ქუჩებში 15 000-ზე მეტი ველოსიპედისტი გამოვიდა

დედამიწის დღე: ბუდაპეშტის ქუჩებში 15 000-ზე მეტი ველოსიპედისტი გამოვიდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით 15 000-ზე მეტი ველოსიპედისტი ბუდაპეშტის ქუჩაში გამოვიდა.  მთელ ქალაქში ისმოდა ზარების ხმა.

მსვლელობა, ნიდერლანდების ელჩის ორგანიზებით, გმირთა მოედანზე დაიწყო და მდინარე დუნაის სანაპიროს გასწვრივ მარგრიტის კუნძულამდე გაგრძელდა.

ველოსიპედისტებს სურთ, რომ ქალაქი უფრო ეკომეგობრული და ველოსიპედებზე მორგებული იყოს.

მსვლელობის მონაწილეებს სურთ, რომ უფრო მეტი ველობილიკი იყოს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ავტომობილთათვისაც უნდა გამოიყოს გზა.

ბუდაპეშტში გზები ავტომობილებზე გათვლით გაიყვანეს. მრავალი წლის განმავლობაში ველოსიპედისტებს უჭირდათ ქუჩებში გადაადგილება. თუმცა ახლა მიდგომა შეიცვალა და ეს ახლანდელი მერის დამსახურებაა. თუმცა ქალაქის წინამორბედ კონსერვატორ მერსაც მიუძღვის წვლილი ველობილიკების ქსელის განვითარებაში.

დედამიწის დღე კი მხოლოდ დასაწყისია. ზაფხულის ბოლომდე, ყოველ უქმეებზე, დუნაის სანაპიროები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედისტებისთვის, მორბენალებისა და ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი. ისინი მშვიდად შეძლებენ გადაადგილებას, გასეირნებასა თუ დასვენებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend