უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დასამყარებლად კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ეს ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლაა მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. ორივე მხარე აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში მოწინააღმდეგის ასობით ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც უკრაინის, ისე რუსეთის წარმომადგენლები ბრძოლისა და ნგრევის ამსახველ კადრებს ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა. მისი მიზანია, უკრაინამ მტრის სამხედრო ძალა გაანადგუროს. პრეზიდენტის თქმით, ბილოჰორივკაში, მარინკაში, ავდიივკაში, ბახმუტში, ვუჰლედარში, კამიანკასა და სხვა ადგილებში უკრაინის მომავალი წყდება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის „ჰორნეტის“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემას აპირებს. მისი სიტყვები მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მთავრობისთვისაც. მისი თქმით, უკრაინას უფრო მძიმე შეიარაღება სჭირდება. პარტნიორ ქვეყნებთან უკვე შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. შემდეგი საკითხი მოიერიშე თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იმსჯელონ, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას.
მძიმე შეიარაღება, რომელიც ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს უკვე აქვს, „ლეოპარდ ორის“ ტიპის ტანკებია ესპანეთში. 55 უკრაინელმა ჯარისკაცმა 4-კვირიანი წვრთნა გაიარა. ესპანეთი უკრაინაში გერმანული წარმოების ექვს ტანკს გაგზავნის.