მთავარიევროპამოლდოვამოლდოვის კრიზისი

მოლდოვის კრიზისი

მოლდოვის კუთვნილი, მაგრამ მოსკოვის მიერ კონტროლირებადი დნესტრისპირეთის რეგიონის ლიდერი კიევს მისი მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

დნესტრისპირეთის ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მისი მკვლელობა სცადეს.

„არსებული ინფორმაციის თანახმად ჩემზე თავდასხმა მომზადებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, დაკავებული პირებიდან უკლებლივ ყველა დაკავშირებულია უკრაინის ხელისუფლებასთან, დაკავებულთა შორის არიან მოლდოვის, ჩვენი და უკრაინის მოქალაქეები. თავდამსხმელებს შორის არიან ისეთი პირებიც რომლებიც ჩვენ სახელმწიფოში ლტოლვილის სტატუსით შემოვიდა”, – აცხადებს დნესტრისპირეთის ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი.

ვადიმ კრასნოსელსკის თქმით, დაპატიმრებული ადამიანები ხელისუფლების სხვა წევრების ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ.

„ტერორისტული თავდასხმა ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრების განადგურებასაც ისახავდა მიზნად. აფეთქებები ჩვენი დედაქალაქის ცენტრშიც უნდა მომხდარიყო, მათ შორის სკოლებშიც”, – აღნიშნავს ვადიმ კრასნოსელსკი.

დნესტრისპირეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 1992 წლიდან რეგიონში ეგრეთ წოდებული რუსი სამშვიდობო ძალები არიან განთავსებულნი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend