უკრაინის აღმოსავლეთი ქალაქი ბახმუტი კვამლით არის დაფარული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქალაქისთვის დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს ბახმუტის აღებას, უკრაინა კი დიდი ძალისხმევით იცავს მას. ქალაქის აღების ოპერაციას „ვაგნერის“ ქვედანაყოფები უდგანან სათავეში. მათი თქმით, ისინი სრულად აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს, კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს.
თუმცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ქალაქი შეიძლება მალე დაეცეს და რუსების ხელში აღმოჩნდეს. თუმცა დასძენს, რომ ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი მიმდინარე ომში.
უკრაინელმა გენერალმა ჯარისკაცები ბახმუტის დაცვისა და გამოვლენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა. პრეზიდენტი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბახმუტის დაცემის შემთხვევაში ოკუპანტებს სხვა ქალაქების ასაღებადაც გაეხსნებათ გზა.
ამავდროულად, ევროკავშირი უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვასა და საკუთარი მარაგების შევსებას გეგმავს.