საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციაზე საქართველოს რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.