გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დახმარების აღმოჩენის მიზნით იარაღი არ გაუგზავნოს და მოსკოვთან კავშირი მხოლოდ იმისთვის გამოიყენოს, რომ უკრაინიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს.
„ჩემი გზავნილი პეკინისთვის ნათელია: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა მოითხოვოთ რუსული ჯარების გაყვანა და არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს“, – განაცხადა შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.