სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა გარდაუვალი იყოს. ამასთან, ულტრანაციონალისტური ჯგუფები ბელგრადში შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.
მომიტინგეებმა რუსეთისა და სერბეთის დროშებით სცადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის მიტანა, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს.
სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორებს შორის იყო ულტრანაციონალისტი დამიან კნეჟევიჩი, რომლის სახალხო პარტია უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. მას ასევე კავშირები აქვს „ვაგნერის“ რუსულ დაჯგუფებასთან.
სერბეთში გამართული პროტესტის შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება დაძაბულია, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ექსტრემისტებსა და ავაზაკებს მისცეს არეულობის საშუალება. მისი თქმით, სერბეთში კონსტიტუციური წესრიგი დაცული იქნება.