მთავარიევროპაუკრაინაუკრაინისთვის სამხედრო დახმარება იზრდება

უკრაინისთვის სამხედრო დახმარება იზრდება

ნიდერლანდების პრემიერ – მინისტრი, მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინისთვის დასავლური წარმოების სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემის შესახებ საუბარი მიმდინარეობს, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მარკ რუტეს ირწმუნება, რომ კიევისთვის დასავლური წარმოების სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემა ამ ეტაპზე გამორიცხულია.

„უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, უკრაინული მხარე კი გვეუბნება თუ რა ესაჭიროებათ. მოხარული ვარ, რომ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკებს მივაწვდით. კარგია,რომ უკრაინულ მხარეს მივაწვდით ამერიკულ ტანკებსაც. ჩვენ არ გვაქვს „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები შეიარაღებაში, ჩვენ მათ ვქირაობთ, თუ საჭირო გახდება მათ ვიყიდით და უკრაინას გადავცემთ“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ – მინისტრი მარკ რუტე.

ნატოს წევრი ხორვატიის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გამო აკრიტიკებს.

„ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით გერმანულ ტანკებს მაშინ, როდესაც იმ ათასი საბჭოთა ტანკისგან, რომლებიც უკრაინულ არმიაში იყო, ბევრი აღარაფერია დარჩენილი. ისინი გაანადგურეს. იგივე ბედი ელით დასავლურ ტანკებსაც. რუსული ტანკი შეიძლება გაანადგურო, ამერიკულიც და გერმანულიც. ამერიკული ტანკები ნადგურდებიან სირიასა და ერაყში. ერაყმა 300 ამერიკული ტანკი იყიდა და მათგან 100 განადგურდა. ეს არ გახლავთ რაიმე განსაკუთრებული შეიარაღება, მისი განადგურება შესაძლებელია“, – მიიჩნევს ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსული ინტერვენციის შედეგად სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

“კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ფრონტის ორივე მხარეს განუწყვეტლივ იბომბება საავადმყოფოები და სხვა სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანი სტეფან დუჯარიჩი.

უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილში, დონბასში კი მძიმე ბრძოლები გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend