მთავარისაქართველოსამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა - შრომის ინსპექცია

სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ ცენტრი 2022 წლის 2 მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და 9 თვის განმავლობაში 6 200-ზე მეტ ზარს უპასუხეს

თბილისში შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ 2022 წლის 2 მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება – ესენია: ცხელი ხაზი 1575, ვებ-პორტალი www.lio.ge და შრომის ლექსიკონი.

პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს, გაეროს წარმომადგენლებმა და საქართველოს პროგრესული ფორუმის წევრებმა, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და შრომის ინსპექციის როლზე ისაუბრეს.

2022 წელს 2018 წელთან შედარებით 41%-ით შემცირდა სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები – ამბობენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

საკონსულტაციო ცენტრით სარგებლობა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, ცხელ ხაზზე დარეკვით, ვებპორტალზე ვიზიტით ან შრომის ლექსიკონის გამოყენებით შეუძლია.

სატესტო რეჟიმის ამოქმედებიდან 9 თვეში ცხელ ხაზზე 6200-ზე მეტი ზარი შევიდა.

საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაციას დღეს გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პროგრესული ფორუმის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათი მხარდაჭერით შეიქმნა ცენტრი.

„ცხელ ხაზზე სულ 9 თვის განმავლობაში 6200-ზე მეტ შეკითხვას უპასუხეს. გენდერულ თანასწორობას რაც შეეხება, ზარების 52% ქალებისგან იყო. მე ვხედავ, რომ ეს სერვისი ნამდვილად საჭიროა და ხალხი მას იყენებს. გუშინ ვებსაიტსაც ვათვალიერებდი და ის შთამბეჭდავი და გამოსადეგია. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველო უფრო მეტად დაახლოვდეს ევროკავშირთან და ინტეგრაციის გზაზე ფრო სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას. შრომის ინსპექცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, შესაბამისად, იცავს ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სამუშაოს შესრულების დროს დაღუპულ დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს არის ყველაზე მთავარი, სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრების პროცესში, რადგან უწყების მიზანი ადამიანის შრომის უფლების დაცვაა. ხოლო ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნისთვის.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend