მთავარიამერიკაპერუაეროპორტის მუშაობის შეჩერების გამო ტურისტები პერუს ვერ ტოვებენ

აეროპორტის მუშაობის შეჩერების გამო ტურისტები პერუს ვერ ტოვებენ

ასობით ტურისტი პერუში ჩარჩა მას შემდეგ, რაც ალეხანდრო ველასკო ასტეტეს საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო ნაწილობრივ დაიკეტა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციის დახმარებით  ტურისტების უსაფრთხოდ გამოყვანა გარანტირებულია, თუმცა დამსვენებლები უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ სახლში დროულად ვერ ბრუნდებიან.

ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამო განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაჩუ პიქჩუს ცნობილი უძველესი ნანგრევებიც. ტურისტულ ადგილზე 400-მდე დამთვალიერებელი ჩარჩა.

პროტესტის მონაწილეები პერუს პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშნავს მოითხოვენ. ქვეყანაში  არეულობის დაწყების შემდეგ 55 ადამიანი გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend