დაქირავებული მებრძოლთა რუსული დაჯგუფების „ვაგნერის“ ყოფილმა მეთაურმა ანდრეი მედვედევმა ერთი კვირის წინ ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან ნორვეგიაში ჩასასვლელად ვრცელი გაყინული დაბლობი გადაკვეთა.
მისივე ცნობით, რუსეთიდან ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მას ძაღლები დაედევნენ და რუსეთის უშიშროების აგენტებმა ცეცხლიც კი გაუხსნეს.
მედვედევი რუს უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რომლებიც მას ნორვეგიაში ჩასვლაში დაეხმარნენ. უფლებადამცველი ვლადიმირ ოსეჩკინი ამბობს, რომ ანდრეი მედვედევი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
„ანდრეი მედვედევის ჩვენება შეიძლება ვაგნერის დაჯგუფების და პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდეს. კრემლს და ვაგნერის დაჯგუფებას გამოაშკარავების ეშინიათ და ცდილობენ ეს ყველაფერი თავიდან აიცილონ. ვფიქრობ, რომ მედვედევი რუსული დაზვერვის და ვაგნერის დაჯგუფების მკვლელების ერთ-ერთი სამიზნე იქნება,“ – ამბობს ვლადიმირ ოსეჩკინი.
ანდრეი მედვედევის საქმე ახლა ნორვეგიის ხელისუფლების ხელშია. ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან საზოგადოებაში არეულობის შექმნის საშიშროებები არსებობს.