არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – სოციალური მედიისა და ვებპლატფორმებზე მოქმედი პრორუსული ქსელი გამოავლინა.
ანგარიშები მორგებულია ადგილობრივ კონტექსტს, თუმცა ყველა მათგანის მიზანია რეგიონში შემავალი ქვეყნისთვის რუსეთის მოკავშირედ წარმოჩენა, ხოლო დასავლეთის ქვეყნების მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივება.
“სამართლიანმა არჩევნებმა” პრორუსული ქსელი გამოავლინა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორისაა ფეისბუკი,ინსტაგრამი, ტიკტოკი და ტელეგრამი.
შესწავლილი გვერდები და ანგარიშები საინფორმაციო სააგენტოებს ამოფარებული მოქმედებენ. გამიზნულად შერჩეული ახალი ამბების მიწოდებით, გასართობი მასალითა შენიღბულად ცდილობს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებას და მომხმარებლებს შორის დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკის მიმართ ნეგატიური განწობების შექმნას.
ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე გვერდი სამ სხვადასხვა ენაზე ერთ ამბავს ავრცელებს ან ერთ სახუმარო მიმს ქმნის, რათა იუმორით შეაპაროს მომხმარებელს რუსული პროპაგანდა.
მაგალითად, ფეისბუკზე, “სამართლიანმა არჩევნებმა” ერთმანეთთან დაკავშირებული 6 გვერდი იპოვა. გვერდების ურთიერთკავშირზე მიუთითებს მათი მოქმედების ტაქტიკა, პოსტების შინაარსი, ვიზუალი და აქტივობა.
ამ გვერდებთან დაკავშირებული არიან ერთი და იმავე ყალბი ანგარიშებიც, რომლებიც გაზიარებულ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებენ.
მაგალითად, გვერდი “საფერავი ნიუს”, რომელიც გასართობი შინაარსის პოსტებს ქმნის და ამას აქტიურად არეკლამებს, ეს თავად ფეისბუკზე ღიად ჩანს. ის გვერდები, რომლებზეც ISFED-ი ლაპარაკობს რამდენიმეთვიან შუალედში შეიქმნა, 2022 წლის აპრილში, მაისსა და ივლისში. გარდა ამისა, ემთხვევა ფეისბუკგვერდები ადმინსტრტორების ადგილმდებარეობა. ისინი ძირითადად გვერდებს მართავენ, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან.
შესწავლილ გვერდებსა თუ ანგარიშებზე პოსტები მსგავსი სტრუქტურითაა გამოქვეყნებული. უმეტესად, ქვეყნდება ფოტოები, ე.წ. ქარდები, სხვადასხვა წარწერით. ასევე, აღნიშნულ ქარდებს ვიდეოკოლაჟების სახითაც აქვეყნებენ. იდენტურია ქართულ-სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მიმების შაბლონებიც.