მთავარიამერიკააშშბაიდენის "ფაილები": საკითხს იუსტიციის დეპარტამენტი შეისწავლის

ბაიდენის “ფაილები”: საკითხს იუსტიციის დეპარტამენტი შეისწავლის

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გაუკვირდა, როდესაც მას აცნობეს, რომ  ადვოკატებმა ვაშინგტონში მის ყოფილ სამუშაო ოფისში სამთავრობო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს.

მეხიკოში, ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადვოკატები სწორად მოიქცნენ, როდესაც აღმოჩენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუყონებლივ შეატყობინეს ეროვნულ არქივს.

ბაიდენმა დაამატა, რომ მან არ იცის რა არის ამ დოკუმენტებში. რესპუბლიკელთა მოთხოვნით კი საკითხს ახლა იუსტიციის დეპარტამენტი შეისწავლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend