უკვე ერთი წელია, რაც საქართველო მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ იტალიურ პლატფორმას- Domus-ს შეუერთდა.
ერთი წლის განმავლობაში დომუს საქართველოს სამი ჟურნალი გამოვიდა, მესამე ნომერი კი სწორედ 1 წლის იუბილეს დაემთხვა.
ახალი ნომრის მთავარი თემა „მდგრადობაა“, რომელშიც საუბარია გარემოსდაცვით პრობლემებსა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე. Domus საქართველო ჟურნალის ლიცენზირებულ ქართულენოვან გამოცემას, ონლაინ პლატფორმასა და საგანმანათლებლო აქტივობებს აერთიანებს.
“დომუსი” არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ლიდერი პლატფორმაა მსოფლიოში, რომელიც“ 1928 წლიდან გამოიცემა. საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ამ პლატფორმას წარმოადგენს.