მთავარიმსოფლიოევროპაევროპის რამდენიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შობის დღესასწაულს ოჯახთან ერთად ვერ შეხვდა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ წელს მაინც ხელს არავინ შეუშლიდა. თუმცა ახლა ევროპაში აეროპორტების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და  რკინიგზის თანამშრომლები აპირებენ გაფიცვას. შესაბამისად, ბევრი საკუთარ ოჯახთანაც ვერ ახერხებს მისვლას.

საფრანგეთშიც 200,000-მდე ადამიანს ალტერნატიული გზის მოძიება მოუწია, რომ შობის დღესასწაულს  ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედროდნენ. ეროვნული რკინიგზის ძირითადი სერვისების თანამშრომლების გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით მატარებლის დაგეგმილი რეისების მესამედი გაუქმდა.

შესაბამისად,  მოთხოვნა გაიზარდა ფრენებსა და მანქანების გაქირავებაზე. მაღალი ინფლაციის პირობებში რკინიგზის თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ორ წელიწადში მათი ხელფასების 12 პროცენტით გაზრდა უკვე იგეგმება.

დიდ ბრიტანეთში რკინიგზის თანამშრომლები, პასპორტის კონტროლიორები, ექთნები და სასწრაფო დახმარების მძღოლებიც გეგმავენ გაფიცვას.

23 დეკემბრიდან ახალი წლამდე ბირმინგემის, კარდიფის, გატვიკის, გლაზგოს, ლონდონის და მანჩესტერის აეროპორტებში თანამშრომლები გაიფიცებიან, რაც შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობას საგრძნობლად შეაფერხებს. 1,000 გაფიცული თანამშრომლის ჩანაცვლებას სამხედროები და მოხალისეები შეეცდებიან.

სასაზღვრო ძალების ოპერაციების ხელმძღვანელი სტივ დანი იმედოვნებს, რომ ყველა აეროპორტი სრულად იმუშავებს, თუმცა მან მგზავრები მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ მაინც გააფრთხილა.  იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მოგზაურობის დაწყებამდე ინფორმაცია ტურისტულ ოპერატორებთან გადაამოწმონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend