მაროკოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთი დაამარცხა, გულშემატკივრები გამარჯვებას როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ აღნიშნავდენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რაბათის ქუჩებში გამოჩნდა ქვეყნის მეფეც. მაროკომ გამარჯვება პენალტების სერიის შემდეგ შეძლო. როგორც ცნობილია, ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მასპინძელ კატარში გამარჯვებული გუნდის გულშემატკივრები ნაკრების სასტუმროს გარეთ შეიკრიბნენ და გამარჯვება აღნიშნეს.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქუჩაში გამოსული გულშემატკივრების გამო საგზაო მოძრაობაც შეჩერდა. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მაროკო და ზოგადად არაბები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გადავიდნენ.
გამარჯვებას ზეიმობდნენ ესპანეთშიც, სადაც დაახლოებით 800 000 მაროკოელი ცხოვრობს.
ესპანეთისთვის, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონია, ეს მესამე მსოფლიო ჩემპიონატია, როდესაც პენალტების სერიის შედეგად ეთიშება ტურნირს.